არათავმდაბლური ლექსი
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!
ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.
თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?
არათავმდაბლური ლექსი
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები ,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები ...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები ?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები ?
ცხოვრება -ჩოგბურთი . გავცვითე კორტები .
თვალები დავხუჭე , გავხსენი კარტები ...
მე ხომ მოგატყუე , რატომ არ მშორდები ?!
მე ხომ მოგატყუე , რატომ არ მწარდები ?!
ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები ,
თოვლი და ტალახი , შავ - თეთრი კადრები ...
მე ჩავიფერფლები , მე ჩავიბოთლები ...
მე შენ არ გჭირდები , მე არ გეკადრები .
თუმცა , თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება ,
ვინ არ აგორდება ? ვინ არ ავარდება ?